ევროკავშირი შეშფოთებულია ირანის გადაწყვეტილებით

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების წარმომადგენელი მაია კოსიანჩიჩი თეირანს მოუწოდებს თავი შეიკავოს  ისეთი ქნმედებებისგან, რომელიც 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებით დაწესებულ პუნქტებს არღვევს.

ევროკავშირი შეშფოთებულია ირანის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან ურანის გამდიდრების ბირთვული ხელშეკრულებით დაწესებული ლიმიტის დარღვევის შესახებ. “ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ თეირანის გადაწყვეტილებით, რომ ხვალიდან ის ურანის გამდიდრებას 3,67 პროცენტიანი ლიმიტის ზემოთ აპირებს,” – განაცხადა მან.

 

კომენტარები