ევროკავშირი: „ძალადობა უნდა შეწყდეს. რუსეთმა პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და“

-„ძალადობა უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისა და სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ევროკავშირი მზად არის და სურს მხარი დაუჭიროს ქვეყანაში დიალოგს. რუსეთმა პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.“, –  განაცხადეს  ევროკომისიაში.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, -კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს.

დღეს რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.

კომენტარები