ევროკავშირმა Moderna-ს ვაქცინის პირველი პარტია მიიღო – ვაქცინის განაწილების პროცესი
ევროკავშირში კორონავირუსის პრევენციისთვის განკუთვნილი Moderna-ს ვაქცინის განაწილების პროცესი დაიწყო. ვაქცინა ჩაიტანეს ნიდერლადებში, საფრანგეთსა და გერმანიაში. ამის შესახებ The Brussels Times წერს.
ბელგიამ კომპანიას 2 000 000 დოზა დაუკვეთა, რაც Pfizer/BioNTech -სგან შეძენილ ვაქცინებზე ნაკლებია. ბელგიაში Moderna-ს ვაქცინას იანვრის ბოლოს ჩაიტანენ, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ევროპაში ვაქცინებს ერთ ცენტრში შეინახავენ, ცენტრის ადგილმდებარეობა არ ხმაურდება.
Moderna-ს ვაქცინის წარმოება აშშ-სა და შვეიცარიაში, ორ საწარმოში ხდება. ვაქცინა – 20 გრადუსზე ინახება, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა – 80 გრადუსზე.
ევროკავშირმა აშშ-ში მწარმოებელს Moderna-ს 160 მილიონი დოზა დაუკვეთა, რაც ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის გადანაწილდება.