ევროპარლამენტი ამჟამად უსამართლობის, კორუფციის და სისხლიანი რეჟიმებისადმი ლოიალურად განწყობილი ჩინოვნიკების ბუდეა! – ზაზა დავითაია:

 – “ციხიდან გამოგზავნილი ჩემი ეს მოწოდება “ასავალ-დასავალში” 2009 წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნდა და ჩემი ინიციატივით დაიწყო პოლიტპატიმრების მასშტაბური შიმშილობის აქცია, რომელმაც საქართველოს თითქმის ყველა ციხე მოიცვა, სადაც პოლიტპატიმრები ისხდნენ!
რა რეაქცია ჰქონდა ევროპას? – მხოლოდ რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დააფიქსირა შეშფოთება…
დღეს კი, პირსისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დადასტურებული ბრალის წაყენების გამო ტეხენ განგაშს!
აი, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ევროპამ დიდი ხანია უღალატა დემოკრტიულ ღირებულებებს და პირდაპირ – ჯალათებსა და მკვლელებს შეეკრა!
ევროპარლამენტი ამჟამად, უსამართლობის, კორუფციის და სისხლიანი რეჟიმებისადმი ლოიალურად განწყობილი, უფრო მეტიც – მათი მხარდამჭერი ჩინოვნიკების ბუდეა!”
– წერს სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი ზაზა დავითაია
კომენტარები