ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია – „რუსეთის, ალექსეი ნავალნის საქმის, უკრაინის საზღვარზე მისი სამხედრო ძალაუფლების გაძლიერების და ჩეხეთის რესპუბლიკაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ”, რომელიც რუსეთის ქმედებებს გმობს. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რეზოლუციის მიღებას 548 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 კანონმდებელი წინააღმდეგია იყო, 113 დეპუტატმა თავი შეიკავა.

რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს ჯარები დონბასიდან, უზრუნველყოს შეუფერხებელი ნავიგაცია შავსა და აზოვის ზღვებს შორის, ასევე შეასრულოს მინსკის შეთანხმებების დებულებები. დეპუტატებმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოითხოვეს.

„რუსეთის სპეცსამსახურების კრიმინალები” დაადანაშაულეს ჩეხეთის საწყობებში მომხდარ აფეთქებაში, მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებს, რუსი დიპლომატები გააძევონ. რეზოლუცია ასევე შეიცავს მოთხოვნებს Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობის შეჩერების შესახებ.

ევროპარლამენტმა რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთის გადახდების სისტემა SWIFT-იდან გათიშვას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიაავრცელებს.

რეზოლუციის პროექტში საუბარია, რომ რუსული ნავთობისა და გაზის მიღებაზე უარი უნდა ითქვას, თუ რუსეთი უკრაინაში აგრესიას გააგრძელებს. ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების და მათი ოჯახების აქტივების გაყინვას და ვიზების გაუქმებას.

კომენტარები