ევროპაში დამღუპველ საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ უკვე ღიად საუბრობენ

დანიის მთავრობა ცდილობს იპოვოს გზა რომლითაც შეაკავებს ლტოლვილთა ნაკადს და ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ისინი გაგზავნონ კონტინენტის გარეთ მდებარე ქვეყნებში.

დანიელი კანონმდებლები კანონპროექტზე მუშაობენ, რომელიც
პასუხისმგებლობას გადააბარებენ მესამე ქვეყანას ან ქვეყნებს.
კანონპროექტის თანახმას დანიაში ჩასულ მიგრანტებს გადაამოწმებენ შესაბამის ბაზაში და გაიგებენ მიმართეს თუ არა მათ სხვა ქვეყანას თავშესაფრისთვის.

შემდეგ მათ აფრიკაში დააბრუნებენ და თავშესაფრის მინიჭების პროცედურას მესამე ქვეყანა წარმართავს.
დანიური მედიის ინფორმაციით დანია ცდილობს შეთანხმებას მიაღწიოს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორისაა რუანდა, ტუნისი და ეთოპია.

უფლებადამცველი ორგანიზაციები არ ეთანხმებიან წინადადებას და ამტკიცებენ, რომ თუ სხვა ქვეყნები მიჰყვებიან დანიის მაგალითს, თავშესაფრის უფლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. მაგრამ დანიის მიგრაციის მინისტრი მატიას ტესფაი ამბობს, რომ ღონისძიება უფრო ჰუმანური იქნება, ვიდრე მიმდინარე პროცესები, რადგან ეს შეამცირებს ლტოლვილთა ნაკადს, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ მიგრაციის საშიშ მარშრუტებზე მოძრაობისას. ინიციატივას მხარს უჭერს დანიის მოსახლეობის დიდი ნაწილიც.

წყარო: https://rmx.news/article/article/denmark-wants-to-send-asylum-seekers-to-africa?fbclid=IwAR3hsDhUYAI81atCWrF9LGn45fLrAqJ2wElxiGotX8Ixx9jdDYVSl22w6n0

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები