ევროპაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატება ძირითადად ახალგაზრდებს უკავშირდება – ჯანმო

ევროპაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატება ძირითადად ახალგაზრდებს უკავშირდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა, ექიმ ჰანს კლუგემ  „ბიბისისთან“ განაცხადა.

-„აუცილებელია, მთავრობებსა და ახალგაზრებს შორის პანდემიასთან დაკავშირებით უფრო ეფექტური კომუნიკაცია შედგეს.

ადგილობრივი კერები და „კოვიდ-19“-ის მზარდი შემთხვევები უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ვიცით, ეს ადამიანთა ქცევაში ცვლილებების შედეგია. ჩვენ რამდენიმე ჯანდაცვის უწყებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ახლად ინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან. მათ საკუთარი თავის, თავის მშობლების, ბებიებისა და ბაბუების, ასევე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ. ჩვენ ახლა უკვე ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა კლუგემ.

კომენტარები