ევროპაში სამოგზაუროდ საუკეთესო მიმართულებები დასახელდა

ავსტრალიური გამომცემლობა Lonely Planet-ის ექსპერტებმა 2019 წელს ევროპაში სამოგზაუროდ საუკეთესო მიმართულებების რეიტინგი შეადგინეს.

პირველ პოზიციაზე კარპატების მთათა სისტემის უმაღლესი წერტილი – მაღალი ტატრები აღმოჩნდა. მეორე ადგილი ესპანეთის დედაქალაქმა მადრიდმა დაიკავა, მესამე კი ისლანდიაში არსებული ტურისტული მარშრუტი „არქტიკული სანაპირო გზა“ გახდა, რომლის სიგრძეც 900 კილომეტრს შეადგენს და 21 სოფლის გავლას და ნავით 4 კუნძულის მონახულებას ითვალისწინებს.

საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინას სამხრეთში მდებარე ჰერცეგოვინას ისტორიული მხარე, იტალიური ქალაქი-პორტი ბარი, შეტლანდიის კუნძულები შოტლანდიაში, ფრანგული ქალაქი ლიონი, ჯუჯა სახელმწიფო ლიხტენშტაინი, შვეიცარიული ქალაქი ვევე და ნახევარკუნძული ისტრია ხორვატიაში.

კომენტარები