„ევროპაში უკვე ამუშავდნენ მოსყიდული პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, რომელთა მიზანიც პუტინისთვის სახის შენარჩუნების…“ – მიხეილ პოდოლიაკი

-„ევროპაში უკვე იწყებს მუშაობას პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ლობისტური ქსელი, რომლის მიზანიც რუსეთთან კომპრომისებზე წასვლის და ვლადიმერ პუტინისთვის სახის შენარჩუნების იდეის წინ წაწევაა“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ომი არ დასრულდება, თუ ჩვენ რაღაცას დავთმობთ და ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმაც თქვა.

-„რუსეთის ფედერაცია ევროპაში ლობისტურ ქსელს ბოლო 20 წლის განმავლობაში ქმნიდა. ისინი ქრთამავდნენ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს. ახლა ეს ხალხი ამბობს – მოდით, ისე მოვიქცეთ, რომ რუსეთმა თავი დამცირებულად არ იგრძნოს. არა, ამ ომის შემდეგ რუსეთმა თავი დამცირებულად უნდა იგრძნოს. მიუღებელია რამის დათმობა იმისთვის, რომ პუტინმა სახე შეინარჩუნოს. ეს ვაჭრობის საგანი არაა. ომი არ დასრულდება, თუ ჩვენ რაღაცას დავთმობთ და ეს პრეზიდენტმა ზელენსკიმაც თქვა“, – ამბობს პოდოლიაკი.

კომენტარები