„ევროპა მიხედავს ახლო აღმოსავლეთს და საქართველოსაც… პანდემიას „რქებს მოუგრეხენ“

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა, თემა: ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი.
-„სექტემბერამდე ამერიკა და ევროპა თავიანთ ქვეყნებში პანდემიას „რქებს მოუგრეხენ“. ამის შემდეგ ევროპა მიხედავს, ალბათ, ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის საქართველოსაც. ამის იმედი მაქვს.
კიდევ ერთი სიახლე „ფაიზერზე“ – უკვე საუბარია,  ფაიზერით ვაქცინაცია უკვე 12 წლის ასაკიდან იქნება დაშვებული. ეს არის ერთ-ერთი მზიეზი, რატომაც ავირჩიე „ფაიზერი“, რადგან ეს უსაფრთხოების მაღალი გარანტიაა.
საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს. საქართველოს სჭირდება დაახლოებით 4 მილიონი დოზა. ვაქცინაცია ნიშნავს, – მოზრდილი მოსახლეობის 90% იყოს აცრილი. ეს 2021 წლისათვის საქართველოში ვერ განხორციედება.
მე ვაფრთხილებდი – „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, იმიტომ, რომ შეიძლება, მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ. ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა ამ ქვეყანას თვითონ სჭირდება ვაქცინები და ვერ მოგვცემს. შანსი, რომ ასტრაზენეკას მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში, არის ნული.
რაც შეეხება რჩევებს: 1.ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცადეთ, არ მიხვიდეთ სამედიცინო დაწესებულებებში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის; 2.ინფიცირებულებმა, თუ მდგომარეობა აძლევთ საშუალებას, სახლის პირობებში მართოთ დაავადება, ჯობია სახლის პირობებში დარჩნენ. 3.როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამი არ არის, შეკითხვა მაქვს, ამ შტამზე კვლევებს აკეთებენ? საქართველოში ადეკვატურ სეკვენსირებას არ აკეთებენ, ძვირადღირებული სიამოვნებაა, შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ არ იცის, ქვეყანაში რეალურად რა ვირუსი ცირკულირებს“.
კომენტარები