“ევროპა ჩაშლილი მოლაპარაკებების და მიგრანტების მორიგი კრიზისისთვის ემზადება”

ანკარა არ აპირებს თავისი ჯარების გაყვანას იდილიბის პროვინციიდან.
როგორც რეჯეფ – ტაიფ – ერდოღანი აცხადებს თუ ასადის რეჟიმის სამხედრო ძალები არ დატოვებს იდლიბის პროვინციას, ანკარა სამხედრო ძალის გამოყენებით გაანთავისუფლებს პროვინციას და არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს უკან.

როგორც თურქეთის პრეზიდენტი აღნიშანვს, ასადის ძალებმა უნდა დატოვოს თურქული სადამკვირვებლო ზონები და სოჭში გაფორმებული ხელშეკრულების ვალდებულებები შეასრულოს.

ერდოღანის მტკიცებით თურქეთის სამხედრო მოქმედებებს არ გამოუწვევია ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის,რომ დევნილთა მორიგი ნაკადი აცილოს თავიდან.

როგორც ხედავთ 5 მარტს ანკარაში დაგეგმილი ევროპელი ლიდერების შეხვედრა სასურველ შედეგს არ გამოიღებს დასავლეთისთვის, ამისთვის არც ნიადაგია ანკარაში მზად და არც ერდოღანი აპირებს დასავლეთის კარნახით გადადგას ნაბიჯები.

ევროპა ჩაშლილი მოლაპარაკებების და მიგრანტების მორიგი კრიზისისთვის ემზადება.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები