ევროპისთვის მთავარ საფრთხეს რუსული საზღვაო ფლოტი განსაკუთრებით კი წყალქვეშა ნავები წარმოადგენს

აშშ – ს საზღვაო ძალების ვეტერანი
ბრედფორდ დისმუკი რუსული წყალქვეშა ატომური ნავების სამხედრო შესაძლებლობებზე საუბრობს.

მისი აზრით, რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავები ბირთვული
საფრთხის ერთ – ერთი მთავარი ფაქტორია.

ამერიკა ცივი ომის დროს გეგმავდა ყოველიმხრივ დაცული საბჭოთა წყალქვეშა ნავების ჩაძირვას.
სპეციალური ოპერაცია კოდური სახელით ( სტრატეგიული ანტიწყალქვეშა ომი ) იყო დაგეგმილი, თუმცა დღეს ნათელია, რომ ამერიკის ან ალიანსის მხრიდან მსგავსი პროვოკაცია ხმელთაშუა ზღვაში მხოლოდ დიდი სისულელე და საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი იქნება.

ივნისში, აშშ-ს საზღვაო ძალების კომისარმა ჯეიმს ფოგომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავების ყოფნამ ეს ზონა ერთ – ერთ ყველაზე მილიტარიზებულ ზონად გარდაქმნა.

ფოგის განცხადებით, რუსულ წყალქვეშა ნავებს შეუძლიატ სარაკეტო იერიშის მიტანა ევროპის და აფრიკის ნებისმიერ დედაქალაქზე.

ამავე დროს, მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მოქმედებენ მხოლოდ თავდაცვის მიზნით.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები