ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში საქართველოს გაწევრიანება

ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში საქართველოს, როგორც ახალი და გამორჩეული მოთამაშის გაწევრიანების საკითხი განიხილეს.

საქართველოს დელეგაცია დაესწრო პროტონული თერაპიის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმს ISOP2019, ქალაქ მადრიდში.

სიმპოზიუმზე განიხილეს საქართველოს, როგორც დარგის ახალი და გამორჩეული მოთამაშის ევროპის ადრონული თერაპიის ქსელში (EPTN) გაწევრიანების საკითხი.

საქართველოს დელეგაციაში იყვნენ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს გამგეობის თავმჯდომარე – ნიკოლოზ ჩხეტიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი, ქართუ ჯგუფის პროექტების მართვის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე თევზაძე.

 

კომენტარები