„ევროპის თასის თამაშების მონაწილეთა სიაში აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთიც“ არიან“

ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაციამ (ConIFA) ევროპის თასის თამაშების მონაწილეთა სია გამოაქვეყნა.

მონაწილეთა შორის არიან ნაკრებები ნიცის საგრაფოდან, აფხაზეთიდან, „სამხრეთ ოსეთიდან“, პადანიადან, ლაპლანდიიდან, ჩრდილოეთ სომხეთიდან, ჩრდილოეთ კვიპროსიდან, მთიანი ყარაბაღიდან, სცეკელის მხარიდან, ჩამერიიდან, სარდინიიდან და კორნუოლიდან.

სიაში სარეზერვო გუნდებიც არიან, იმ შემთხვევისთვის, რომელიმე ნაკრები, რომელმაც კვალიფიკაცია გაიარა,  ტურნირში მონაწილეობას თუ ვერ შეძლებს.

თამაშები, 9-19 ივნისს საფრანგეთში, ნიცაში გაიმართება.

კომენტარები