„ევროპის ოქროს პაიკი“ მონტე-კარლოში 30 ნოემბერს გაიმართება

მონტე-კარლოში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა მონაკოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ ჟან-მიშელ რაპაირთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციას დაესწრო „ევროპის ოქროს პაიკის“ ბრილიანტის და ამავდროულად, ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალური სპონსორის, ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპის“ წარმომადგენელი გიორგი ხუროძე.

„ჭადრაკი დგას ინტელექტის, ბრწყინვალე და მოქნილი გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე. ჩვენ კი ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ჯანსაღი, მაღალინტელექტუალური და საინტერესო აქტივობები და იდეებია”,- განაცხადა ხუროძემ.

1903-1904 წლებში მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი ანდრია დადიანი იყო.  დღეს  „აიგრუპის” მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ევროპის საჭადრაკო ახალი ცერემონიალის დაარსება. „ევროპის ოქროს პაიკი” სათავეს უდებს ახალ ტრადიციას და ყოველწლიურად ევროპის საჭადრაკო სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლებს მოუყრის თავს.

გიორგი ხუროძე:  – „აიგრუპი” აგრძელებს ანდრია დადიანის ტრადიციას. ერთი საუკუნის შემდეგ მონაკოში კვლავ დავბრუნდით ქართველები და ჭადრაკის სამყაროში ყველაზე დიდ დაჯილდოების ცერემონიალს ვუყრით საფუძველს.”
დაჯილდოების პირველი წელი მიეძღვნება ევროპელ ლეგენდებსა და მათი ღვაწლის წარმოჩენას. პირველი „ევროპის ოქროს პაიკი“ მონტე-კარლოში 30 ნოემბერს გაიმართება

 

კომენტარები