ევროპოლი – „კოვიდ-19“-ის ტესტის ყალბი პასუხების გაყიდვის მცდელობა

კრიმინალები „კოვიდ-19“-ის ტესტების ყალბ პასუხებს ევროპის აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე ყიდიან. კორონავირუსის ტესტის პასუხის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები აღმოჩენილია საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთსა და ესპანეთში.

ევროპოლის ცნობით, დიდ ბრიტანეთში ტესტების ყალბი პასუხების გასხვისებაში ბრალდებული მამაკაცი, ლონდონის ლუტონის აეროპორტში, იანვარში დააკავეს.

ევროპოლმა აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, – რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურებს „კოვიდ-19“-ის ტესტის პასუხს მოსთხოვენ.

ნოემბერში, საფრანგეთის შარლ დე გოლის აეროპორტში ერთი ქალი და ექვსი მამაკაცი დააკავეს,  „კოვიდ-19“-ის ტესტის ყალბი პასუხების გაყიდვას 150-დან 300 ევრომდე ცდილობდნენ. მათ ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე ეჭვმიტანილი აიყვანეს ესპანეთშიც. ყალბ დოკუმენტებს 40 ევროდ ყიდდა.

კომენტარები