ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი წარმოებაში

ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელი “მიხეილ სააკაშილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ” წარმოებაში მიიღო.

-„ევროსასამართლოს კითხვები არის სრულიად არაორაზროვანი, ძალიან ნათელი და კონკრეტული,მიუხედავად იმისა როდის რას გადაწყვეტს სასამართლო, მე საქართველოში ჩამოვალ, დარმწუნებული ვარ სამართალი იპოვის გზას, მაგრამ საქართველოში სხვა სიტუაციაა საზოგადოებამ დროზე უნდა მოაგვაროს პრობლემა დაუბრუნდეს დემოკრატიას, ამაში მივიღებ მონაწილეობას, არ ვაპირებ ბევრი დროის მიცემას, მე მაქვს დაგეგმილი აქტიურად”, – აცხადებს სააკაშვილი.

საქმე ეხება იმ გაგამტყუნბელ განაჩენებს, რომლებიც სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლომ მიიღო. ევროსასამართლომ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი კონვენციური მუხლების დარღვევას პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი განაჩენის დროს.

კომენტარები