ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილების ფოტოების შესანახად გარკვეული წესების დაცვაა საჭირო

ჩვენი ფოტოები შეიცავენ გარკვეულ ენერგეტიკას, ამიტომაც მათთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, გარდაცვლილების ფოტოების შესანახად გარკვეული წესების დაცვაა საჭირო, რადგან ამ ქვეყნიდან საწულების ენერგია ცოცხალ ადამიანებზე ცუდ ზეგავლენას ახდენს.

მიცვალებულის სურათი კედელზე არ უნდა ეკიდოს, რადგან მისი ხშირად ყურება არ არის მიზანშეწონილი. ამ გზით ადამიანს ერთმევა  შინაგანი ენერგია და თავდაცვის უნარი, ასევე ემოციური განწყობაც საგრძნობლად უქვეითდება.

განსაკუთრებით საშიშია სასაფლაოზე გადაღებული სურათები.

„წასულების“ ფოტოს შესანახად გარკვეული პირობები უნდა დავიცვათ, აუცილებლად შავ პაკეტში ან საქაღალდეში ცალკე შევინახოთ და გავხსნათ მხოლოდ მიცვალებულთა მოხსენიების დღეს.

ცოცხალ ადამიანებთან ერთად თუ მიცვალებულის ფოტოა, უნდა განცალკევდეს,  ანუ, ამოიჭრას.

წყარო: news4land.com

კომენტარები