ეკატერინა ბიაზროვა: – „КГБ-ს მიერ მიღებული ინფორმაციით, ქართველი პროვოკატორები არ წყვეტენ რევანშისტულ მისწრაფებებს და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნიან“

„ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ აცხადებს:

„ქართული მხარე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებს. ოკუპირებულ სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგო და ქართული უსაფრთხოების სამსახურის ქმედება სამხედრო საფრთხის რისკს ზრდის და, შესაძლოა, ღია შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზიც გახდეს“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა:

„КГБ-ს მიერ მიღებული ინფორმაციით, ქართველი პროვოკატორები არ წყვეტენ რევანშისტულ მისწრაფებებს და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნიან. ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს სპეცსამსახურები დეზინფორმაციას ავრცელებენ და შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები.

ქართული მხარე ქმედებებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მესაზღვრეების “არარსებული მუქარითა” და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვით ხსნის. საქართველომ ინფორმაციის ვაკუუმი შექმნა და რეგიონში არსებული რეალური სურათი დაამახინჯა.

სოფელ კოდაში, კობში, აბანოში, წაღვლსა და ატოცში არსებულ საზღვართან საქართველო ზღუდავს ქართველი აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ იქ არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება. სამხრეთ ოსეთის დასახლებასთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა სამხედრო საფრთხის რისკებს ზრდის, რამაც შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს“.

 

კომენტარები