ეკატერინე ტიკარაძე – “ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა“

-„მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია. ვიაზრებ, – ვარ საჯარო პირი, ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა უნდა იქნეს პასუხგაცემული, მაგრამ მაშინ, როცა ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებსა და შვილებს, ეს დასაგმობი და დაუშვებელია.

დღესაც მიმდინარეობს ჩემს ოჯახზე ზეწოლა. საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს, გარდაცვლილია ჩემი ერთერთი ოჯახის წევრი, თუმცა ჟურნალისტები არ ერიდებიან, კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას. არ ვეხმაურები არც ერთ სიუჟეტს, რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ის, რაც დღესდღეობით მიმდინარეობს, დასაგმობია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები