„ეკლესია მზად არის, კორონავირუსით დაინფიცირებულები აზიაროს“

-„ჩვენ, ეკლესია მზად ვართ, რომ ადამიანებთან, რომლებიც ამ სენით არიან დაავადებული, მივიდეთ იქ, სადაც არიან და ვაზიაროთ.

ქრისტიანებისთვის ზიარება არის უმნიშვნელოვანესი საიდუმლობა და ეკლესიაში ყველა მსახურება ტარდება იმისთვის, რომ ადამიანი თანაზიარი იყოს ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, რაც უმნიშვნელოვანესია.

ეკლესია არ გაურბის ამ ვალდებულებას, პირიქით, მზად ვართ ამ ადამიანებთან მივიდეთ და მათ ქრისტეს სისხლი და ხორცი მივაწოდოთ“, –  აცხადებს ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია Facebook-ის პირად გვერდზე  გავრცელებულ ვიდეოში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.  დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კრონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.

 

 

 

კომენტარები