ეკლესია წმინდა აბო თბილელის ხსენებას დღესასწაულობს

ეკლესია წმინდა აბო თბილელის ხსენებას დღესასწაულობს.
შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ უფალმა და დედაღვთისმშობელმა წმინდა აბოს ლოცვა – ვედრებით.

საოცარია წმინდა აბოს ცხოვრება. საქართველოში ჩამოვიდა მაშინ როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ქვეყანას სულიერად და აღარ შესწევდა ძალა მტრის დასამარცხებლად, უამრავი ქართველი ღალატობდა ქრისტიანობას და ცრუ სარწმუნოებას იღებდა, მაგრამ უფალმა არ გაწირა ქართველი ერი და მოუვლინა არაბი ჭაბუკი აბო, მასზე განსაკუთრებით იმოქმედა ქართველთა ზნეობამ, მათმა სარწმუნოებამ, მათმა სიყვარულმა ეკლესიისადმი, წმინდა აბომ დაიწყო ქრისტიანობის შესწავლა და მალევე ქრისტეს მხედარი შეიქმნა. დღითიდღე უფრო და უფრო მტკიცდება მისი რწმენა, მისი სიყვარული ქრისტესადმი, რათქმაუდა ამის გამო დააპატიმრეს და ყველანაირად ეცადნენ მის გადაბირებას, მაგრამ წმინდანში ისე ღრმად იყო გამჯდარი ქრისტეს რწმენა, რომ შეუძლებელი იყო მას ჭეშმარიტებისთვის ეღალატა.
ხელები გადაიჯვარედინა და თავი მოუხარა ჯალათის მახვილს.
წმინდა აბოს თავგანწირვამ ქართველებს ახალი ძალა შემატა, კიდევ უფრო განტკიცდნენ რწმენაში და მადლობას სწირავდნენ უფალს ამ წყალობისათვის.
სამწუხაროთ დღეს ისე დაეცა ქართველის ზნეობა რომ მზად არის დაუტევოს ჭეშმარიტება და ეშმაკის მსახურებას შეუდგეს.

დაე, წმინდა აბოს ლოცვით და მისი სიმტკიცით უფალმა მოგვმადლოს ერთგულება და თავგანწირვა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის.

კომენტარები