„ეკლესიის მიერ ერთი პარტიის გამოყოფა წარმოუდგენელია” – მამა შალვა (კეკელია)

ფერიცვალების ეკლესიის წინამძღვარმა, მამა შალვამ პოლიტიკური პარტიების მიმართ სასულიერო პირების განწყობაზე ისაუბრა:

-„ეკლესია კონკრეტულ პარტიას არასდროს გამოყოფს, ნებისმიერ მთავრობას ახასიათებს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები:

ჩვენ ვართ სასულიერო პირები, ეკლესიის წევრები. ჩვენთვის ყველა ადამიანი და ყველა პარტია ჩვენი სულიერი შვილია.

ეკლესია ერთ პარტიას არასდროს არ გამოყოფს, ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენს მრევლში შედის ყველა ადამიანი, ყველა პარტიის წევრი.

რაღაცები არც ამ მთავრობაში მომწონს, არც წინა მთავრობაში მომწონდა. რაღაც ამ მთავრობაშიც მომწონს, წინა მთავრობაშიც მომწონდა.

ჩვენი პირადი შეხედულება ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ჩვენ ოდესმე რომელიმე პარტიის მხარეს ვიქნებით“.

კომენტარები