„ეკონომიკის აღდგენის ტენდენცია ტურიზმის გარდა, ყველა სექტორში ჩანს – სავალუტო ფონდის მისიასთან“ – ივანე მაჭავარიანი

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგი ჩატარდა.

-„ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები ყველა სექტორში ჩანს, სამწუხაროდ, ტურიზმის გარდა. მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში ძველი ნიშნულისკენ ბრუნდება დინამიკა. მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვა სექტორებში დინამიკა ძველ ნიშნულს უბრუნდება.

სავალუტო ფონდის მისიასთან გაიმართა შუალედური შეხვედრა. რეალურად, ეს მისია საქმიანობას ოქტომბერში დაიწყებს, თუმცა, ჩვენ გვაქვს შუალედური შეხვედრები, ერთმანეთს ინფორმაციას ვუცვლით. საბოლოოდ შევჯერდით წლის მაჩვენებელზე, – არსებობს მოლოდინი, მიმდინარე წელს -5%, ხოლო შემდეგი წლის მაჩვენებელი +5 იქნება. მიგვაჩნია, სავალუტო ფონდიც ამაში გვეთანხმება, – მომავალ წელს 5%-იანი ზრდა გვექნება. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები ყველა სექტორში ჩანს, სამწუხაროდ, ტურიზმის გარდა. მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში ძველი ნიშნულისკენ ბრუნდება დინამიკა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც არც შეჩერებულა, უნდა გაგრძელდეს. ეს ტემპი არ უნდა დავაგდოთ და 2021 წლისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა 2023 წლისკენ უნდა დავუბრუნდეთ ძველ ნიშნულს, რომელიც არის 3%-ზე ქვევით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები