„ეკონომიკის აღორძინება თუ უნდოდა სააკაშვილს, მონღოლების ყველას დაურიგა საქართველოს წიაღისეული და რაც კი რამე ფასეული…“ – კონსტანტინე მორგოშია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“

თემა: ნაცმოძრაობის შიდა საკადრო რეფორმა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა

სტუმარი: კონსტანტინე მორგოშია – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი

-„მელიას რა მოემატა, უდუმაშვილი სად წავიდა, ნაყოფია სად დანიშნეს, ცისკარიშვილი სად დანიშნეს, რა აზრი აქვს? ამათი პრეზიდენტი ზის ციხეში.

ცხოვრება გრძელდება, ბევრად უფრო დიდი გამოწვევები აქვს ქვეყანას გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ ქვეყნის გარეთ, ვიდრე TV პირველის, ფორმულას და მთავარი არხის უაზრო დღის წესრიგი, მიშამ რა ჭამა და გიულის თურმე ფერი არ მოეწონა…

პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის სააკაშვილი კარგა ხნის მკვდარია და არც მაინტერესებს მისი არანაირი პოლიტიკური აქტივობები. ჯერ იმაზე ვერ ჩამოყალიბებულან, კვდება თუ ეკონომიკურ დასკვნას წერს. ეკონომიკის აღორძინება თუ უნდოდა, რას მიყიდა მთელი ენერგოსტრატეგიული ობიექტები ბენდუქიძის დროს და იმის მერეც რუსეთს, თურქებს და სხვ. მე მგონი, მონღოლების ყველას დაურიგა საქართველოს წიაღისეული და რაც კი რამე ფასეული გვქონდა. ახლა საქართველოს ეკონომიკა გინდ წეროს და გინდ გადაწეროს, რაც არა გაქვს, რა უნდა დაწერო? ამ ლიბერალური ეკონომიკის შემთხვევაში მალე რაც გვაქვს, ისიც აღარ გვექნება. რომ მიუშვა „გირჩ ჯაფარიძე“ და სხვებიც, სახნავ-სათეს მიწებსაც ყიდდნენ, პრივატიზება გაკეთეს და რა პრობლემააო…“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/auiEUEJorT/

კომენტარები