ელგუჯა ბაგრატიონს წვრილმან ხულიგნობაზე ბრალი წაუყენეს

აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონს ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე ყოფნისას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„ჩემი გამოკითხვა დასრულდა და საქმე სასამართლოში გადაინაცვლა. ჩვენ არ ვაპირებთ, პროტესტის შეწყვეტას… საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან გავაგრძელებთ, როგორც დღეს, ასევე ხვალ და მომდევნო დღეებში. ბიძინა ივანიშვილი რუსული მეთოდებით იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ, ვეტყვი, რომ ეს საქართველოა და არა რუსეთი.  საქართველოში უსამართლობის წინააღმდებ მებრძოლ ხალხს  ოლიგარქი ვერ შეგვაჩერებს”,- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა

კომენტარები