ელიავას ბაზრობაზე ხანძარი – 15-მდე მაღაზია დაიწვა

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი იყო. ცეცხლი, გვიან ღამით ხის მასალების საწყობსა და რამდენიმე მაღაზიაზე გავრცელდა. განადგურებულია დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. 15-მდე მაღაზია დაიწვა. 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მობილიზებული იყო 16 სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

-„03:00 საათზე შევიდა ზარი, რომ ხანძარი იყო ელიავას ბაზრობაზე. ექვს წუთში ეკიპაჟი მოვიდა. დამწვარია დაახლოებით ათასი კვადრატული – 14-15 მაღაზია. ძალიან საშიში მდგომარეობა იყო, – ხის მასალები და პლასმასის მასალები იყო ძირითადად. ლიკვიდირება მოახერხეს. როგორც მეპატრონე ამბობს ბაზრობა დაზღვეულია.  ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. როგორც კი მეხანძრეები დაამთავრებენ მუშაობას, დადებენ დასკვნას, რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი,” – განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა.

კომენტარები