ელიზაბეთ რუდი შეშფოთებას გამოთქვამს რუსულ ოკუპაციაზე და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო დისკუსიები პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს

-„საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადმოწეული ხაზი, ჟენევის ფორმატზე აუცილებლად უნდა იყოს განხილვის თემა.

შეშფოთებულები ვართ გაუარესებულ მდგომარეობაზე საოკუპაციო ხაზთან. ყველა მექანიზმი უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული,მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები,რომ რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები.

ღრმად ვართ შეშფოთებული იმ განვითარებული მოვლენებით,რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის ჩორჩანასთან, როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა გადმოწია ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე, ჟენევის ფორმატი, იმისათვისაა რომ ეს საკითხები იქნას მოგვარებული.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება,” – განაცხადა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა.

კომენტარები