ელიზაბეთ რუდმა მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ქვეშში ახლად გარემონტებული სკოლის საზეიმოდ გახსნას დაესწრო

-„ადგილობრივ მოსახლეობას ვუსურვებ, გადალახონ ის გამოწვევები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ცხოვრებას უკავშირდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

 

კომენტარები