ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ელიზბარ ოდიკაძემ 97 კგ წონით კატეგორიაში 5:0 დამარცხა უკრაინელი მურაზ მჭედლიძე და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოჭიდავეებმა მინსკში 2 ვერცხლის – გივი მაჭარაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ორი ბრინჯაოს მედალი – ავთანდილ კენჭაძე, ელიზბარ ოდიკაძე – მოიპოვეს.
სულ 24 მედალია: 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 11 ბრინჯაო.