ელისაბედ მეორე ბორის ჯონსონს მთავრობის ფორმირებას სთხოვს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე კონსერვატიული პარტიის ლიდერსა და ბრიტანეთის მომავალ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მთავრობის ფორმირებას სთხოვს. ამ რიტუალური პროცედურით ბორის ჯონსონი გახდება სრულუფლებიანი პრემიერ-მინისტრი და დაუნინგ სტრიტის 10 ნომრის ბინადარი.
ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მთავრობა, რომელსაც ის დააკომპლექტებს იქნება „თანამედროვე ბრიტანეთის” ამსახველი.
გუშინ, ბრიტანეთის მმართველი პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონს მხარი 92 ათასმათანაპარტიელმა დაუჭირა. მისმა მთავარმა კონკურენტმა ჯერემი ჰანტმა კი 46 ათას 600 ხმა მოაგროვა.

კომენტარები