“ელისო კილაძის აგენტური კარიერა სრულდება!” – ნიკოლოზ მჟავანაძე:

ნიკოლოზ მჟავანაძე:

,,ცუდას რად უნდა მტერობა ,კარგია მუდამ მტრიანი”

🔴ელისო კილაძის აგენტური კარიერა სრულდება

💥7 თებერვალს ირმა ინაშვილის გაშიფრულმა კუდის აგენტმა ,,ნუკრიმ’’ იგივე ელისო კილაძემ, მისმა შვილმა დავით ხარშილაძემ და კილაძის ტროლმა სახელად Unverschamter Kunstler -მა ჩაიდინეს მუქარა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მას შემდეგ რაც მე მივმართე შსს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შეშინებულმა სპეცსამსახურების აგენტმა ნუკრიმ ფეისბუქის გვერდიდან მუქარისშემცვლელი მიმოწერა წაშალა, მაგრამ სქრინები შენახულ იქნა და გუშინ შსს-ში წერილობით განცხადება მტკიცებულებითურთ შევიტანე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუკი პროკურატურა სამართლებრივ შეფასებას არ მისცემს ჩემს განცხადებას, საბოლოოდ დადასტურდება რომ აგენტი ნუკრი სააკაშვილის კუდიდან ამ ხელისუფლებამაც გადაიბარა და გარკვეული შტოები მას თავიანთი ბინძური მიზნებისთვის იყენებენ.
,,ვერ მომწვდებით,არ ვარ თქვენი ტოლი,რამე ცუდი რომ ჩავიდინო-პირველ რიგში ჩემი თავის შემრცხვება,იმ ადამიანების შემრცხვება ვინც მიყვარს,ჩემი შვილების შემრცხვება ,ღამე ვერ დავიძინებ !’’ დაწერა ელისო კილაძემ გუშინ თავის გვერდზე, რამაც ძალიან გამაცინა. წარმოგიდგენთ ამ ,,სათნო და ჰუმანური’’ ქალბატონის და მისი ვაჟის დავით ხარშილაძის სხვადასხვა პირების მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფებს და მუქარების სქრინებს. ამის მერე როგორ გძინავთ აგენტო ნუკრი სახლში როცა ადამიანებს ასე უდიერად ექცევით!
არაერთი განცხადებაა შეტანილი პოლიციაში ელისო კილაძის და მისი ვაჟის მიმართ, მაგრამ რეაგირება  – 0 !

მიზეზი გახლავთ ის რომ როგორ ადრე ახლაც – ხელისუფლების გარკვეული შტოები აგენტ ნუკრის იყენებენ იმ პირების ავტორიტეტის ნგრევისთვის ვინც მათთვის მიუღებელია. ისვრის რა აბსურდულ ბრალდებებს არ აინტერესებს იცის რომ ზემოდან დაკრიშავენ და პასუხს არავინ მოსთხოვს.

ნათქვამია ,,სულელებს არასდროს არ ედაოთ – თავის დონეზე დაგიყვანენ და მერე გამოცდილებით დაგჩაგრავენ”, მაგრამ თუ ეს სულელები დანაშაულს ჩადიან უკვე მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ.
მოვითხოვ პროკურატურისგან რეაგრებას და კილაძის, მისი ვაჟის და კილაძის ტროლის ქმედებების სამართლებრივ შეფასებას.
,,ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანიო”- ნათქვამია. შეჩვეული ვარ ქვეყნის შიდა მტრების ცილისმწამებლურ გამოხტომებს და მუქარებს, მაგრამ ამორალური, უზნეო და ყველაფრისმკადრებელი ადამიანების დრო უნდა დასრულდეს. თუ ეს ასე არ მოხდება კიდევ ერთხელ დადასტურდება ის რომ ირმა ინაშვილის გაშიფრული აგენტი ნუკრი ხელისუფლების გარკვეული შტოებისგან კვლავ ხელშეუხებელია.

⭕ყველაზე უცნაური ასევე გახლავთ ის რომ აგენტი ნუკრი ობიექტივზე გადაცემის დახურვით, მისი ვაჟი ხარშილაძე კი პატრიოტთა ალიანსის წევრებით მემუქრება, რატომ, როგორ რანაინარად არ ვიცი…

კომენტარები