“ელო, ქალები მოგბეზრდა და ოპერატორ კაცებს ელოდები, რომ გაგაბედნიერონ, შე ქაჯო?!”-გელა ზედელაშვილი

გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს-

„რეაქციის“ პირდაპირ ეთერში ელიკო (ნუკრი) კილაძემ ექსპერიმენტი ჩაატარა – 112-ში დარეკა, ნახეთო, მე ძალიან ხშირად ვრეკავ ამ ნომერზე და სულ ქალი მპასუხობსო, ეტყობა ეს ბედნიერი შემთხვევა იყო, ფოტოგრაფს რომ უპასუხაო.

ელო, ქალები მოგბეზრდა და ოპერატორ კაცებს ელოდები, რომ გაგაბედნიერონ, შე ქაჯო?!

ექსპერიმენტის ჩატარებისას ოპერატორმა (ქალმა, ისევ ვერ გაარტყა კაცს) ზრდილობიანად და ამომწურავად უპასუხა, ვერაფერი გამოჩხრიკა.

მეორე – ელიკო ნინო გიორგობიანს ადრის გურამ დონაძეს და პარალელს ავლებს გირგვლიანის მკვლელობასთან!

ეს ქაჯი თვალთმაქცობს, მაყურებელს თვალებში ნაცარს აყრის… კი, მაგრამ დონაძე იმ სუფრასთან არ იჯდა, სადაც გირგვლიანის მკვლელობა დაიგეგმა?!

რა შუაშია გიორგობიანი, სად იყო გიორგობიანი, რა ხელი აქვს საერთოდ ამ საქმესთან, გარდა იმისა, რომ დაქირავებული ფოტოგრაფი აღმოჩნდა მისი ნათესავი, რომელიც ასევე დაზარალებულია?!

გირგვლიანის მკვლელობაც კარგად გვახსოვს, ბუტა რობაქიძისაც და სხვებისაც, ვის აბოლებ?!

ელოოო… აი, კაცი ოპერატორების ფოტოები, შე საცოდავო, კარგად დააკვირდი, თურმე 112-ში კაცებიც მუშაობენ!”-წერს ზედელაშვილი

მოამზადა ნათუა ბერიძემ

კომენტარები