ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში თავის კონცერტზე ხმა დაკარგა

მომღერალმა ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში თავის კონცერტზე ხმა დაკარგა.  ინციდენტი ქალაქ ოკლენდში მოხდა.

ამის შესახებ BBC წერს.

თვითმხილველების ცნობით, სცენიდან გასვლისას ჯონი ცრემლებს ვერ იკავებდა. მან განმარტა, რომ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.  დაავადება მარტივ ფორმაში მიმდინარეობდა. მომღერალმა იფიქრა, რომ გამოსვლას ბოლომდე მიიყვანდა.

„ძალიან მინდოდა თქვენთვის საუკეთესო წარმოდგენა მომეწყო. ვმღეროდი და ვუკრავდი, სანამ ხმა უბრალოდ არ გამიქრა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, სევდიანი და ბოდიშს გთხოვთ“, – ბოდიში მოუხადა მომღერალმა თაყვანისმცემლებს Instagram-ზე.

კომენტარები