ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე: „თბილისი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის დაუჭერს მხარს“

უკრაინაში, საქართველოს ახალმა ელჩმა – თეიმურაზ შარაშენიძემ განაცხადა, რომ საქართველო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის დაუჭერს მხარს.

თეიმურაზ შარაშენიძემ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვასილი ბოდნარამ, უკრაინისა და საქართველოს მიმართ რუსული აგრესიის შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს და უკრაინის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს, რომ ეს ორი საერთო ინტერესების მქონე ქვეყანა, საერთაშორისო და რეგიონალური ურთიერთობების ჩარჩოებში და ასევე სხვა სფეროებში, კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას.

წყარო: „russian.rt.com“.

კომენტარები