ემანუელ მაკრონი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს ვლადიმერ პუტინთან და დონალდ ტრამპთან განიხილავს

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან განვიხილავთ.

ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ლატვიაში ვიზიტისას გააკეთა.

ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

-„თურქეთის საომარი რიტორიკა აზერბაიჯანს აქეზებს მთიან-ყარაბაღზე კონტროლის ხელახლა დამყარებისკენ, ეს მიუღებელია. ამ ეტაპზე, არ არის მტკიცებულებები კონფლიქტში რეგიონული მოთამაშეების პირდაპირი ჩართულობის შესახებ.  ფაქტების დადგენამდე სიფრთხილის საჭიროებაა.

აღვნიშნე, – თურქეთის პოლიტიკური განცხადებები უგუნური და საშიშია. საფრანგეთი უკიდურესად შეშფოთებული რჩება თურქეთი საომარი გზავნილებით, რომლებიც აზერბაიჯანს გზას უხსნის მთიანი ყარაბაღზე ხელახლა აღებისკენ. ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

კომენტარები