ემანუელ მაკრონი: „ძალიან გავურთულებთ ცხოვრებას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის“

საფრანგეთში მოზრდილი მოსახლეობის 90% უკვე ორჯერადად არის აცრილი. ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საფრანგეთში ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს ითხოვდნენ, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების გამო ხელისუფლება აპირებს, ასეთ ობიექტებში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს მისცეს.

-„ძალიან გავურთულებთ ცხოვრებას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება არ სურთ. ძალით ვინმეს აცრას არ ვაპირებთ, მაგრამ ვიმედოვნებ, აუცრელ ადამიანებს შესაბამისი სტიმული გაუჩნდებათ , როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებზე წვდომა მინიმუმამდე შემცირდება. 5 იანვრიდან ვერ წავლენ რესტორანში, ვერ დალევენ ყავას, ვერ წავლენ თეატრსა თუ კინოში. მე არ გავუშვებ მათ ციხეში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Le Parisien-თან ინტერვიუში.

კომენტარები