ემზარ კვიციანი: “ოკუპანტი გაძევებულია პარლამენტიდან, მაგრამ თანაოკუპანტები რამდენს “ბლატაობენ” (ვიდეო)

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც ერთმანეთს ხელისუფლებისა და “ნაცმოძრაობის” დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა “ფეისბუქლაივი” ჩართო.
კვიციანმა მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისა და საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ყოფნის გაპროტესტებისკენ მოუწოდა.

“ოკუპანტი გაძევებულია პარლამენტიდან, სპიკერის სკამიდან, მაგრამ თანაოკუპანტები რამდენს “ბლატაობენ”, ნახეთ. ეს მოიტანა კოჰაბიტაციამ. ამიტომ, პატივცემულო თანამოქალაქეებო, სულ ყველა მოვიდეს პარლამენტთან და გააპროტესტოს ამათი აქ ყოფნა”, – განაცხადა  კვიციანმა.

Posted by Emzar Kviciani on Tuesday, June 25, 2019

კომენტარები