„ემოციები ვერ შევიკავე და ვიყავი ჩემთვის უჩვეულო ემოციურ ტალღაზე. დიდი ფარისევლობაა „ქართული ოცნების“ მხრიდან ლაპარაკი ეკლესიის დაცვაზე“

გედევან ფოფხაძემ განაცხადა:

„ემოციები ვერ შევიკავე და ვიყავი ჩემთვის უჩვეულო ემოციურ ტალღაზე.

დიდი ფარისევლობაა „ქართული ოცნების“ მხრიდან ლაპარაკი ეკლესიის დაცვაზე.

ამ პოლიტიკურმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეკლესია ყოფილიყო დარტყმის ქვეშ, პატრიარქის ავტორიტეტი შელახულიყო. ფარისევლობა იყო მათი მხრიდან ნიანგის ცრემლების ღვრა და პატრიარქის ვითომ დაცვა, თუმცა თუ ისინი გულწრფელები არიან, მეეჭვება, მაგრამ ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ტაქტიკა, რაც მათ აირჩიეს, რომ ჩვენ აგრესიულად გავლანძღავთ „ნაციონალებს“ და „ნაციონალების“ ფონზე გამოვჩნდებით კარგები, მაშინ, როცა ქვეყანაში არის საშინელი კრიზისული მდგომარეობა, ამ დღის წესრიგით ცხოვრება არის სამშობლოს ღალატი“.

პარლამენტის სხდომაზე, 12 ნოემბერს  დაპირისპირება მოხდა დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძესა და საპარლამენტოს უმრავლესობის წევრებს შორის.

კომენტარები