„ენგურჰესის“ 22 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ენგურჰესის“ 22 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი გალის რაიონის სოფელ საბერიოს ქვესადგურის თანამშრომლები არიან.

-„საბერიოში ჯამში 28 პირი დაინფიცირდა. აქედან 22 ენგურჰესის თანამშრომელია, დანარჩენები საბერიოში მცხოვრებლები.  მათი გადმოყვანა დღის განმავლობაში მპხდება ენგურის ხიდი გავლით და კოვიდინფიცირებულები გადამაწილდებიან, საქართველოში სპეციალიზირებულ საავადმყოფოებში.

ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში, 56 კოვიდინფოცირებული მკურნალობს, ერთი გამოჯანმრთელდა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ.

დაავადებათა კონტროლის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განყოფილების უფროსის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, გუშინ, ჯამში, 717 ადამიანი გაიტესტა, მათ შორია 82 საბერიოდან. ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში, ამ დროისთვის, 320 ადამიანია კარანტინში.

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები