„ენდიას“ კვლევაში ინსტიტუტებს შორის საქართველოს ჯარი, მართლმადიდებელი ეკლესია და პოლიცია ლიდერობენ

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,

საქართველოს ჯარს კარგად გამოკითხულთა 44 პროცენტი აფასებს, ძალიან კარგად რვა პროცენტი, საშუალოდ 31, ხოლო ცუდად ცხრა პროცენტი.

ინსტიტუტების შეფასებაში მეორე ადგილზეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის საქმიანობასაც ძალიან კარგად 13 პროცენტი აფასებს, კარგად – 37 პროცენტი, საშუალოდ – 25 პროცენტი, ხოლო ცუდად – 10 პროცენტი.

საქართველოს პოლიციას ძალიან კარგად ექვსი პროცენტი აფასებს, კარგად – 37 პროცენტი, საშუალოდ – 35 პროცენტი, ხოლო ცუდად – 15 პროცენტი.

ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებაში მომდევნო ადგილზეა სასამართლო და პარლამენტი, რომელთა შეფასება, კვლევის ავტორათა განცხადებით, გაუარესებულია.

სასაmართლოს საქმიანობას ძალიან კარგად ერთი პროცენტი აფასებს, კარგად – ცხრა პროცენტი, საშუალოდ – 29 პროცენტი, ცუდად – 31 პროცენტი, ხოლო ძალიან ცუდად – 14 პროცენტი.

საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა ერთი პროცენტი აფასებს, კარგად – რვა პროცენტი, საშუალოდ – 27 პროცენტი, ცუდად – 40 პროცენტი, ხოლო ძალიან ცუდად – 17 პროცენტი.

ჯარისა და პოლიციის საქმიანობის შეფასება სტაბილურია. ეკლესიის დადებითი შეფასება კი ბოლო ხუთი  წლის განმავლობაში არის დაღმავალი საშუალოსა და ცუდს შორის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კომენტარები