ენტონი ბლინკენი: „რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, ნატო ღია კარის პოლიტიკაზე უარს…“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა:

-„ნატოს კარი ღიაა, თუ ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანება სურთ. ეს მათი სუვერენული უფლებაა. რა თქმა უნდა,  კრიტერიუმებს თუ აკმაყოფილებენ. ნატოს კარი ღიაა, – ეს ფუძემდებელი პრინციპია, რუსეთი ცდილობს უარი გვათქმევინოს ამ პრინციპზე. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ნატო რუსეთს პირობას არ მისცემს, უკრაინას ალიანსში არ მიიღებენ. ნატოს კარი ღიაა და ღიად დარჩება. წერტილი. ეს საკითხი მოლაპარაკებების საგანი არ არის. ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის გამოწვევა არა ნატოსგან, არამედ რუსეთისგან მოდის.

ვიმედოვნებ, რუსეთი დიპლომატიური დიალოგის გზას აირჩევს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუმცა, ასევე მზად ვართ იმისთვის, რუსეთი სხვა გადაწყვეტილებას თუ მიიღებს. საუბარია ბაზისურ პრინციპებზე, რომელზეც მშვიდობა და უსაფრთხოებაა დამოკიდებული“.

კომენტარები