ენტონი ფაუჩი ჩინეთს მოუწოდებს გამოაქვეყნოს ცხრა ადამიანის სამედიცინო ისტორია… – კორონავირუსის წარმომავლობა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ჩინეთის ხელისუფლებას ცხრა ადამიანის სამედიცინო ისტორიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის სამი თანამშრომლის, ასევე ექვსი მაღაროელის სამედიცინო ისტორიების გასაჯაროებას ითხოვს. შესაძლოა, ამის შემდეგ დასრულდეს კორონავირუსის წარმომავლობის საკითხზე მიმდინარე დისკუსია.

ამ ინფორმაციას გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

„მე ვისურვებდი, ვიხილო იმ სამი ადამიანის სამედიცინო ისტორია, რომლებიც გავრცელებული ცნობით, 2019 წელს დაავადდნენ. დაავადდნენ თუ არა ისინი ნამდვილად და თუ კი, რით?“, – განაცხადა ფაუჩიმ.

-„კოვიდ-19“-ის წარმოშობის საკითხი კვლავ დავის საგანია. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები სწავლობენ ცნობებს, – უხანში მდებარე ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარები ავად გახდნენ 2019 წლის ნოემბერში, „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევის აღრიცხვამდე ერთი თვით ადრე. 2012 წელს ღამურების გამოქვაბულში შესვლის შემდეგ ექვსი მაღაროელი ავად გახდა

ჩინეთის ხელისუფლება და ჩინელი მეცნიერები ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის თეორიას უარყოფენ,  არ გამორიცხავენ, ვირუსი ჩინეთში იმპორტირებული გაყინული სურსათის შედეგად მოხვდა.

კომენტარები