ენძელა მაჭავარიანი: „ვის ნიღაბსაც არ უნდა ამოეფაროთ, თქვენს უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას“

-„ვის ნიღაბსაც არ უნდა ამოეფაროთ, თქვენს უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

მე მინდა ვუთხრა იმ ძალის წარმომადგენლებს, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში, იმ პირობებში ამყოფებდნენ ადამიანებს, რომელთა მსხვერპლებიც დღეს ჩვენს გვერდით არიან და მოვუწოდებ, რომ მათი პერფორმანსების დრო დამთავრდა. ვის ნიღაბსაც არ უნდა ამოეფარონ, მის უკან ნაციონალური მოძრაობა ადვილი შესაცნობია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პერფორმანსების მოწყობის დრო დამთავრებულია“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, ენძელა მაჭავარიანმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც გენერალურ პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმნეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა დარბაზში შევიდნენ. ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ.

„ბიძინა ივანიშვილმა შოთაძე დააყენა, რომ პოლიტპატიმრებით მართოს ქვეყანა, მაგრამ რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა ყავდეს ბიძინა ივანიშვილს, ბატონო შოთაძე, ჩვენ ვერ გაგვაჩერებს“ ,- მიმართა ბოკუჩავამ ირაკლი შოთაძეს.

სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მათ რამდენჯერმე მოუწოდა სიმშვიდისკენ.

„დაწყნარდით, თქვენი პერფორმანსები თქვენთვის შეინახეთ. შეგიძლიათ დარჩეთ, კორექტულად მოიქცეთ, როგორც პარლამენტის წევრებს შეეფერება და დასვათ კითხვები. ჩვენ ვერ ავყვებით ასეთი უაპსუხისმგებლო პარლამენტის წევრების საქციელებს, გადავიდეთ საქმიან ფორმატზე“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებები დარბაზში მყოფმა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ გააპროტესტა.

 

კომენტარები