ეპიდემიოლოგი: სასწავლო დაწესებულებები შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახდეს

სასწავლო დაწესებულებები, შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახდეს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგმა, ეკა ქარქაშაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„რისკები არსებობს სკოლებთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების ეტაპზე ვართ, ამიტომ, ისევე როგორც სკოლაში, უნივერსიტეტშიც შეიძლება იყოს ინფექციის წყარო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი გავრცელება“, – განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 8696 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4619 ადამიანი, 54 პაციენტი კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

წყარო : იმედი

კომენტარები