ეპიდვითარებასთან დაკავშირებული სიახლეები – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება.

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა არ გადაიდება, უნივერსიტეტებში სწავლა 19 ოქტომბერს აუდიტორიებში განახლდება.

საქართველოში დაბრუნებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თან PCR ტესტი ექნებათ, საკანატინე სივრცე აღარ დასჭირდებათ.

არჩევნები არ გადაიდება.

თბილისისდან და ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ფრენები ეტაპობრივად აღდგება.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია

კომენტარები