ეპისკოპოს ლაზარეს დაკრძალავენ კვირას, 22 ნოემბერს, 15:00 საათზე

ბორჯომისა და ბაკურიანის განსვენებულ ეპისკოპოს ლაზარეს დაკრძალავენ კვირას, 22 ნოემბერს, 15:00 საათზე, მახათას მთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის გალავანში, წმიდა იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის ტაძრის მიმდებარედ.

მეუფე ლაზარეს ცხედარი უკვე დასვენებეული ამავე მონასტრის ცენტრალურ ტაძარში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოს ლაზარეს სულის მოსახსენებელ საღვთო ლიტურგიას, წესის აგებასა და დაკრძალვას უხელმძღვანელებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე, დღეს, 2020 წლის 20 ნოემბერს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა კორონავირუსული ინფექციის შედეგად ერთ-ერთ კლინიკაში.

კომენტარები