ერაყში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურის დაჭერის შესახებ განაცხადეს

ერაყის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო იუწყება, რომ დააკავეს აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური. ამის შესახებ საუბარია სამმართველოს ტვიტერის გვერდზე, წერს nakanune.ru

ერაყის ძალებმა მოახერხეს და აღმოაჩინეს და დააკავეს მეთაური, რომელიც ქალაქ ფალუჯაში დაჯგუფების შიდა უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, ნათქვამია განცხადებაში. აღინიშნა, რომ დაკავება მოხდა ტერორისტული დაჯგუფებების დევნის ფარგლებში. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.

წყარო: nakanune.ru

კომენტარები