ერაყში, მწყემსებმა აღმოაჩინეს სამალავი, – „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ფულს და ძვირფასეულობას მალავდნენ

ერაყში, ანბარის პროვინციის უდაბნოში მწყემსებმა აღმოაჩინეს სამალავი. სამალავში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ფულს და ძვირფასეულობას მალავდნენ.

მოჰამედ ალი საჯეთმა ტელეარხ Al Arabiya-სთან ინტერვიუში განაცხადა: სამალავში მწყემსებმა 25 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროულობა, ვერცხლი და ნაღდი ფული აღმოაჩინეს. 

მოჰამედ ალი საჯეთი თავის თავს დაჯგუფების მოკლული მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ უწოდებს. 

მოჰამედ ალი საჯეთი ერაყულმა დაზვერვამ დააკავა.

27 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციისას მოკლეს.

გამოცემა Newsweek-ი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს:

„ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერობა აბდულა ქარდაშმა ითავა“.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე იყო.

2011 წელს აშშ-მ ის ოფიციალურად ტერორისტად გამოაცხადა. მის შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

ეს ინფორმაციას „ბიბისიმ“ გაავრცელა.

ის ერაყის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სამარაში 1971 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია იბრაჰიმ ავად ალ-ბადრი. 2003 წელს ალ-ბაღდადი ერაყის ერთ-ერთ მეჩეთში მსახურობდა. არსებობს ვერსია, რომ ის ჯერ კიდევ სადამ ჰუსიენის მმართველობის დროს ჯიჰადის მიმდევარი იყო.

ამერიკული მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიის პროვინცია იდლიბში იყო ლიკვიდირებული.

 

კომენტარები