ერგნეთში რიგით მე-5 ტექნიკური შეხვედრა

ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა  უშედეგოდ დასრულდა. მთავარი თემა სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები და ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნის აუცილებლობა იყო.

უცვლელი რჩება ქართული მხარის პოზიცია – სოფელ ჩორჩანასთან არსებული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟის საკითხი არ განიხილება, რადგან ის ქმნის სტაბილურ გარემოს და ადგილზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა ვითარება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა ქართულ მხარეს.

კომენტარები